რომ არა ნინო ლომჯარიას გამბედაობა და მისი კონსილიუმის წევრების პრინციპულობა, მე დღეს აქ თქვენს წინაშე, ცოცხალი არ ვიდგებოდი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ნინო ლომჯარიას, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და მხარდამჭერებს.
"რომ არა ნინო ლომჯარიას გამბედაობა და მისი კონსილიუმის წევრების პრინციპულობა, მე დღეს აქ თქვენს წინაშე, ცოცხალი არ ვიდგებოდი, რადგან მან, პრაქტიკულად, ცენტრ "ემპათიასთან" ერთად და რაც მთავარია, ქუჩაში გამოსულ უამრავ ადამიანთან ერთად, გადაარჩინა არა მხოლოდ ჩემი სიცოცხლე, არამედ ელენე ხოშტარიას და უამრავი სხვა მოშიმშილის სიცოცხლე. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ნიკა მელიასი, რომელიც არ წამოეგო პროვოკაციას, რომელიც ეწყობოდა ჩემს გლდანში ყოფნასთან დაკავშირებით. ეს უნდოდა პროვოკაციის მომწყობთ, რომ ერთი მხრივ, მე მოვეკალი და მეორე მხრივ, გაენეიტრალებინათ ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც თავშეკავებით, მაგრამ ძალიან დიდ ბრძოლისუნარიანობას აჩვენებს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.