ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება იქნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯამურად ონლაინ ბიზნესისთვის გადასახდების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70 პროცენტით.
„ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახდების დასაბეგრი ბაზა გაიზარდება 65-70 პროცენტით, მეორე საკითხი ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. აქაც გაწერილი გვაქვს ვის შეეხება ეს შეზღუდვა ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან. საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში პირთა წრე, რომელთა შეზღუდული ექნებათ აზარტულ თამაშებზე წვდომა, შეადგენს ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს აქაც კარგად გვაქვს გაწერილი შესაბამისი მექანიზმები. რეკლამის შეზღუდვა, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამების განთავსება. სათამაშო ბიზნსოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.