საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხვალინდელ პროცესზე დასწრებას ხელს უწყობს.
"ბატონი პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს და ხვალ თვითონ იხილავთ ყველა, როგორაა ის. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოში. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა თვითონ მოუთმენლად ელოდება, რომ ხვალ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თავისი სიტყვა. ემზადება, რომ ხვალ გამოვიდეს სასამართლოში", - თქვა ყიფშიძემ.
ჟურნალისტებმა ნიკოლოზ ყიფშიძეს გიორგი ჩალაძის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, რომლის თანახმადაც პალატის ფანჯრებთან მანქანა დგას, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ავრცელებს.
"სიგნალის ჩამხშობზე მე ვერაფერს გეტყვით, არ ვარ მაგის სპეციალისტი. მანქანები დგას. თავადაც არაფერი უთქვამს. რადიოტალღური გამოსხივება ზოგადად ნამდვილად საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.