პარტია "დროა"-ს ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ კლინიკიდან გაეწერა.
"მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.
ვახტანგ კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ.
ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.
ყველას ძალიან დიდი მადლობა", - წერს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარია კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობს 19 ნოემბრიდან მკურნალობდ. სწორედ ამ დღიდან შეწყვიტა მან, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბერს დაწყებული შიმშილობა.
ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იუსტიციის სამინისტროს განცხადება, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე.
ფოტო: დროა