„არ იქნება არც ერთი დღე მოსვენება ამ რეჟიმთან მიმართებაში ბრძოლის ფარგლებში", აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.
მისი თქმით, ხელისუფლება მხოლოდ ძალისმიერ მეთოდებსა და პოლიციურ ძალებზე დგას.
"სიმართლე გითხრათ, რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით უარესი მათთვის და მით უფრო სწრაფად დასრულდებიან. ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტი როდესაც მტკიცდება, ისე კი არ უნდა გაიგოს ვინმემ, რომ სადღაც რაღაც მათი შეხედულებებისამებრ სპეციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავენ და ამაზე მოარგეს ბიუჯეტი, ან ბათუმელების საჭიროებებს მოარგეს ბიუჯეტი. არა, ასე ნურავინ გაიგებს, არავითარ შემთხვევაში ამასთან არანაირი შეხება არ აქვს. უბრალოდ, არის წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულებების გასტუმრების დრო მათი ჭკუით, რადგან კამპანიას, თუ ამას კამპანია ერქვა, როცა ატარებდნენ, სხვადასხვა ადამიანებს, სხვადასხვა მოკრიმინალო ელემენტებსაც დაჰპირდნენ, რომ მიწის ნაკვეთებსა და სხვადასხვა სიკეთეს გაუფორმებდნენ. აი, ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანას ემსახურებოდა დღევანდელი ეს აქტი, რაც ჩაიდინეს. პლუს, დიახაც, ხელფასების მატება, დანამატების, და ასევე, ჯანდაბა მათ ყველას, ვინც ეს ნამდვილად გააკეთა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.