"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს შენობიდან გამოყვანისას თითი მოტეხა.
"გამოგვაგდეს და ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომატეხა. საღოლ ძმებო", - წერს ანა წითლიძე Facebook-ზე.
დილიდან ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან, სადაც წინა მოწვევის დეპუტატები ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცეას ცდილობდნენ.
საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული. ანი წითლიძე და საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები შენობაში შევიდნენ, თუმცა პოლიციამ მათ საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. ანი წითლიძე ამბობს, რომ გაყვანის დროს პოლიციელებმა თითი მოტეხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
ამ დროისთვის, ზუგდიდის წინა მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში მონაწილეობა მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მიიღეს.
ფოტო: Livepress