საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს.
ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით, სააკაშვილის მდგომარეობა არის გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელი.
"პირადად მე ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა. ექიმების რეკომენდაცია ხშირად არაერთგვაროვანია. არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ გარკვეულ დიაგნოზებს და იღებენ გარკვეულ გდაწყვეტილებას, ამ პაციენტს ჰყავს რამდენიმე მკურნალი ექიმი, რომელიც უშუალოდ მართავს მას თავის საწოლთან და ჩემთვის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება იმ ექიმების შეფასება და რეკომენდაცია, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული პროცესში და არა მათი, რომლებსაც ერთხელაც არ ჰყავთ პაციენტი ნანახი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.