საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიესალმება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს. თუმცა მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულდა.
"ჩვენ კვლავ ვადევნებთ თვალს სიტუაციას მის ფუნდამენტურ უფლებებთან, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლებისა და ღირსების უფლებასთან დაკავშირებით, ასევე სათანადო სამართლებრივ პროცესს, სადაც აღვნიშნე მოსაზრება სასამართლო პროცესებზე მის დასწრებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი, რადგან გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ვიმედოვნებ, რომ ამჟამინდელი იმპულსი, რომელიც ვიხილეთ ამ მოვლენებთან დაკავშირებით, იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის, იფიქრონ, როგორ უზრუნველყონ ამ იმპულსის შენარჩუნება სწორი მიმართულებით წინსვლისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.