აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ინიციატივით დაგეგმილ დემოკრატიის სამიტზე მიწვეული ქვეყნების სია გამოაქვეყნა.
სიის მიხედვით, სამიტში მონაწილეობის მისაღებად არ მიუწვევიათ რუსეთი და ჩინეთი. ამასთან მიწვეულ 110 ქვეყანას შორის არის ტაივანიც, რამაც უკვე გამოიწვია ჩინეთის რისხვა.
ევროკავშირიდან მიწვეულია ყველა ქვეყანა გარდა უნგრეთისა.
სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს ნატო-ს წევრი თურქეთიც. ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიწვია პოლონეთი, ინდოეთი და ფილიპინებიც. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან სამიტში მონაწილეობას მიიღებს, საქართველო, უკრაინა, სომხეთი, მოლდოვა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ხოლო ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი მიწვეულთა სიაში არ არიან.
მსოფლიო ლიდერებთან ერთად ბაიდენმა მიიწვია სამოქალაქო საზოგადოებისა და კერო სექტორის წარმომადგენლებიც.
სამიტში საქართველოს სახელით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას.
დემოკრატიის სამიტი 9-10 დეკემბერს ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.