უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ "მწვანე პასპორტის" კონცეფცია.
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ
• იგი ვაქცინირებულია სრულად
• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი
• ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
"მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის;
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას:
• კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში
• კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში
• მუზეუმებში
• საკონცერტო დარბაზებში
• გასართობ ცენტრებში
• სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე
• სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში
• სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე;
აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
"მწვანე პასპორტის" გამოყენება სავალდებულო არ იქნება მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სასურსათო მაღაზიებში.