პარტია "დროა"-ს ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეიდან საკვების მიღება დაიწყო.
"მისივე თქმით, დინამიკა იმდენად კარგია, რომ, სავარაუდოდ, მალე გაწერენ საავადმყოფოდან.სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, "ბასეინში წყალიც ჩამისხეს"
დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც… დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან. მადლობა ნიუ ჰოსპიტალს", - წერს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარია 19 ნოემბრიდან კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობს. სწორედ ამ დღიდან შეწყვიტა მან, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბერს დაწყებული შიმშილობა. ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იუსტიციის სამინისტროს განცხადება, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე.