"მათი საქციელი სამწუხაროდ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სრულიად ოპოზიციაზე ვრცელდება. მთავარი პრობლემა მოქალაქის მოტყუებაა. შენ თვითონ არ გჯერა იმის, რასაც ეუბნები და მეორე წუთად იმ წამსვე ნათელია, რომ ცრუობ. თავის დროზე არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ იმ რიგი მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე, მერე ეს არ მოხდა, მაგრამ მაინც იქ რჩებიან, არ ვიცი რა მოსაზრებით", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია "ლელო"-ს საპარლამენტო ფრაქციის ბოიკოტის დასრულებას.
"ისეთი განცხადებებია, რაც თესავს მოქალაქეებში ზოგადად პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ, ზოგის მიმართ უსამართლოდ, თუმცა ყველას მიმართ უნდობლობას. იმიტომ, რომ პარლამენტში შევიდა ოპოზიციის ნაწილი, ვინც ხელი მოაწერა იმისთვის თითქოს, რომ მომხდარიყო საარჩევნო რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და წარმატებას მიეღწიათ რეფერენდუმისთვის. ეს იყო მთავარი საკითხები. თუ მეტყვიან აქედან რომელი შესრულდა მათი აზრით, რის გამოც თქვეს რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ, მაშინ მე ჩავთვლი რომ მე ვცდები და ისინი მართლები არიან. მათი საქციელი სამწუხაროდ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სრულიად ოპოზიციაზე ვრცელდება. მთავარი პრობლემა მოქალაქის მოტყუებაა. შენ თვითონ არ გჯერა იმის, რასაც ეუბნები და მეორე წუთად იმ წამსვე ნათელია, რომ ცრუობ. თავის დროზე არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ იმ რიგი მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე, მერე ეს არ მოხდა, მაგრამ მაინც იქ რჩებიან, არ ვიცი რა მოსაზრებით. ამას გარდა, ბატონმა ხაზარაძემ, ლიდერმა ტაში მოწყვიტა ის შეკრებილ ადამიანებს, მე გავდივარ პარლამენტიდანო. ეს საქციელი სრულიად არათანმიმდევრული, არალოგიკური და ძალიან ცინიკური დამოკიდებულების მაჩვენებელია მოქალაქეების მიმართ. თუ ჩვენ გვსურს, რომ რაღაც ამოცანა დავისახოთ, ჩვენთვის "ევროპული საქართველოსთვის" ეს ამოცანა არსებობს, რომ წნეხი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყოს ვადამდელი არჩევნების მიღწევისთვის, ლეგიტიმური, მშვიდობიანი ფორმით, როცა ამის შანსი გვექნება, ამას სჭირდება სიცხადე ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, როგორს ჩვენი საზოგადოების ასევე საერთაშორისო მეგობრების წინაშე, რომ არალეგიტიმურად მიგვაჩნია ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება. როცა შენ თვითონ საბაბს ეძებ თუ რატომ უნდა იყო პარლამენტში და სულელურ საბაბებს, ეს ამას ნამდვილად არ ეხმარება", - თქვა ბოკერიამ.