ფოტო: RFE/RL
"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტს არ წყვეტს. პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ იმ კენჭისყრის პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემას გულისხმობს.
"საპარლამენტო საქმიანობაში ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ მივიღებთ მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობას, რომელიც გულისხმობს სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემას. ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, ეს საჯაროდ გვაქვს გაცხადებული. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას," რომ მალე გამოიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები, მალე დაიწყოს მომზადება ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.