კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს - ამბობს "რუსთავი 2"-თან საბრისას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების ტემპი უკვე ჩუტყვავილას გავრცელებას გაუსწორდა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა.
"სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს. ამიტომ, ამის იმედი ნურავის ექნება, მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა. ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას იმისათვის, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს ამ პატარა ქვეყანაში," - აცხადებს პაატა იმნაძე.