პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ "განულებულ" ბოკერიასთან სიფრთხილეა გამოსაჩენი, რადგან იგი "რეინკარნირებას" გეგმავს.
როგორც თაკო ჩარკვიანი ირწმუნება, გიგა ბოკერია "ყველაფერზე მიდის". ამასთან, ჩარკვიანი ჰპირდება საზოგადოებას, რომ უფრო მეტს მოგვიანებით იტყვის.
"მე ხომ თავი ყულფში უნდა გავყო ხოლმე ჰოდა „სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო“ (ისე, გაქცევა სიმართლისგან არასოდეს მიცდია და არც ახლა ვაპირებ) მოკლედ ასეა: აი ახლა მართებს ხალხს დიდი გამჭრიახობა, ისე, როგორც არასდროს. განულებულ ბოკერიასთან ფრთხილად ბატონებო! "რეინკარნირებას" აპირებს - სურვილი აქვს ზუსტად ზუსტად ვიცი, ყველაფერზე მიდის (სასაცილო და „ძველი“ ილეთებია) დანარჩენს მოგვიანებით მოგახსენებთ", - წერს თაკო ჩარკვიანი.