„ამ რეჟიმის იმედზე როდის ჩათვლის, რომ საერთაშორისო წნეხი ან ქვეყნის შიგნით სიტუაიცია საკმარისია, რომ გონივრულად მოიქცეს არ შეიძლება. პირიქით შეიძლება მოიქცეს ისე რაც ვნახეთ ამ კვირების განმავლობაში, რომ ის ცდილობს სწრაფად შედეგი თუ არ დადგება ამით გამოიწვიოს იმედგაცრუება საზოგადოებაში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ
„მე ვთვლი, რომ ეს ვითარება არის საფუძველი ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად, შიმშილობის შეწყვეტის სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას მხრიდან, რაც მან უკვე განაცხადა ეს არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი ამ რეჟიმის იმედზე როდის ჩათვლის, რომ საერთაშორისო წნეხი ან ქვეყნის შიგნით სიტუაიცია საკმარისია, რომ გონივრულად მოიქცეს არ შეიძლება. პირიქით შეიძლება მოიქცეს ისე რაც ვნახეთ ამ კვირების განმავლობაში, რომ ის ცდილობს სწრაფად შედეგი თუ არ დადგება ამით გამოიწვიოს იმედგაცრუება საზოგადოებაში, ეს არ უნდა დავუშვათ ამიტომ, გადაყვანა ამ ჰოსპიტალში სამკურნალოდ იმ დიდი ზიანის შემდეგ, რაც მიიღო სააკაშვილის ჯანმრთელობამ არის ადეკვატური, ეს არანაირად არ ცვლის იმას, რომ ეს ამაზრზენი ქვეყნის მომავლისთვის უაღრესად დამაზიანებელი საქციელი ამას რაიმე გაანეიტრალებს ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მანკიერი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც აუცილებლად უნდა შევცვალოთ მშვიდობიანად, მოთბინებით და თანმიმდევრულად, ოღონდ ამას ხელი არ უნდა შევუწყოთ იმპულსური ნაბიჯებით მეორე მხრიდან”, - განაცხადა ბოკერიამ.