გორის ჰოსპიტალში ამ ადამიანის გადაყვანა რომ სდომოდათ, რუსთავის ციხიდან გლდანში კი არ გადაიყვანდნენ, სადაც არანაირი ელემენტარული სამკურნალო შესაძლებლობებიც კი არ არსებობდა, ეს სამმა განსხვავებულმა კონსილიუმმა დაამტკიცა, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ოპოზიცია ძალადობრივ პროცესებში ჩართოს.
"კონკრეტული გეგმით ვიყავი წარმოდგენილი, რომელიც უნდა გამეცნო თქვენთვის, გეგმა, რომელიც იქნებოდა უმწვავესი ფორმით, მაგრამ არაძალადობრივი. გზაში დაგვაწიეს ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
გორის ჰოსპიტალში ამ ადამიანის გადაყვანა რომ სდომოდათ, რუსთავის ციხიდან გლდანში კი არ გადაიყვანდნენ, სადაც არანაირი ელემენტარული სამკურნალო შესაძლებლობებიც კი არ არსებობდა, ეს სამმა განსხვავებულმა კონსილიუმმა დაამტკიცა. თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება პრაქტიკულად საათობრივად აკეთებს მხარდამჭერ განცხადებებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ. „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, რომ ჩვენ ძალადობრივ პროცესებში ჩავეთრიეთ და პროცესები ძალადობრივად წარმართულიყო მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში და ადგილობრივი საზოგადოების თვალში „ქართულ ოცნებას“ თავი აქვს მოჭრილი. მთელი მორალური უპირატესობა არის საზოგადოების მხარეს და ოლიგარქს აღარაფერი დარჩა, გარდა თოფიანი ადამიანებისა. ისინი ეძებდნენ საბაბს, როგორ გამოეყენებინათ ძალა, კიდევ უფრო უმძიმეს პირობებში ემყოფებინათ მიხეილ სააკაშვილი იქ, სადაც ახლა დატყვევებული ჰყავთ, მაგრამ მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ. არ ავყევით რეჟიმს ძალადობრივ პროცესებში და სისხლი არ დავაღვრევინეთ.
„რუსული ოცნება“ მორიგ ჯერზე არ ავუხდინეთ ქვეყანაში, რომელიც სამოქალაქო, სისხლიან დაპირისპირებას გულისხმობს“,-განაცხადა მელიამ.