"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ეხმიანება იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე.
გიორგი ბარამიძის თქმით, მიშამ გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, გიორგი ბარამიძე სხვა დეპუტატებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობდა.
ცოტა ხნის წინ, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამ დროისთვის, სააკაშვილის პოზიცია უცნობია.