აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პრემდივანი ნედ პრაისი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას 1 ოქტომბერს მისი დაკავების შემდეგ.
მივესალმებით სახალხო დამცველის ზედამხედველობით გაწეულ სამუშაოს მისი ჯანმრთელობის და პენიტენციური სისტემის საავადმყოფოს სამედიცინო მოწყობილობების შესწავლის მიზნით.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოეპყროს მას სამართლიანად და დაიცვას მისი ღირსება, ისევე როგორც შეისმინის სახალხო დამცველის რეკომენდაციები შესაფერის მოპყრობასთან დაკავშირებით.
ჩვენ ასევე დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს ის, რომ სააკაშვილმა, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, შეძლოს მისი სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო სხდომებზე დასწრება. სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრებას, თუ ის ამის სურვილს გამოთქვამს", - ნათქვამია განცხადებაში.