NDI-ის ოფისში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ალიანსის საქართველოსთვის" გარდა თბილისის მერის არჩევნებისთვის 30%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწესებაზე, ასევე თბილისის საკრებულოს 25/25-ზე წესით დაკომპლექტებაზე (25-მაჟორიტარული, 25 - პროპორციული წესით) ყველა პოლიტიკური ძალა თანახმაა.
წინასწარი ინფორმაციით, არ არის გამორცხული დღევანდელ შეხვედრაზე ჯგუფის წევრები მერის არჩევისთვის საჭირო ბარიერთან დაკავშირებით შუალედურ ვარიანტზე შეთანხმდნენ.