Georgia e-Health – ე.წ. მწვანე პასპორტების აპლიკაციაა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, თუმცა "მწვანე პასპორტების" კონფეცია საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან შევა ძალაში.
17 ნოემბრიდან საქართველო ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს შეურთდა (EU Gateway-ის ქვეყნები). რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, აღნიშნულ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.
Georgia e-Health-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც App store-ში, ისე Google store-ზეც. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ მოქალაქემ უნდა გაიროს მარტივი რეგისტრაცია და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ავტომატურად აისახება. პროგრამაში გამოჩნდება PCR ტესტირებისა და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ ინფორმაციაც.
აპლიკაციის მეშვეობით, რომელზეც მოქალაქის QR კოდები აისახება, შესაძლებელია მწვანე სტატუსის დადასტურება.
"მწვანე პასპორტით" სარგებლობა საჭირო იქნება შემდეგ დაწესებულებებში:
• კვების ობიექტები;
• რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები;
• გასართობი ცენტრები;
• კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
• საკონცერტო დარბაზები;
• სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
• სპა-ცენტრები;
• ფიტნეს-დარბაზები;
• სასტუმროები;
• სამთო კურორტების საბაგირო გზები.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში ”მწვანე პასპორტი” სავალდებულო არ იქნება.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
მათთვის ვინც ვერ შეძლებს აპლიკაციის გამოყენებას, იუსტიციის სახლი გასცემს დოკუმენტს სრულად ვაქცინაციის შესახებ, ხოლო ტესტებზე ინფორმაციის გამოთხოვნა შესაძლებელი იქნება შესაბამისი ლაბორატორიიდან.
18 წლამდე ასაკის პირებს განსაზღვრულ ობიექტებზე, არ აქვთ ”მწვანე პასპორტის” წარდგენის ვალდებულება, გარდა საზღვარგარეთ მოგზაურობისა, სადაც მშობლებს საშუალება ექნებათ გააზიარონ შვილების სტატუსზე ინფორმაცია და ქონდეთ წვდომა მათ მონაცემებზე.
გადმოწერე აპლიკაცია
iPhone https://apps.apple.com/us/app/georgia-e-health/id1590322048
Android https://play.google.com/store/apps/details?id=com.moh.geehealth
რაც შეეხება საზღვარგარეთ მოგზაურობისას Georgia e-Health-ის აპლიკაციის გამოყენებას.
საქართველო შეუერთდა COVID ციფრული სერტიფიკატების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ დროისთვის გაერთიანებულია 49 - ევროკავშირის წევრი 27 და არაწევრი 22 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს სერტიფიკატი უკვე ვალიდურია ერთიან სივრცეში და საქართველოს მოქალაქეები სრულფასოვნად ისარგებლებენ COVID სერტიფიკატით, როგორც საზღვარზე ასევე ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა დაწესებულებაში.
მნიშვნელოვანია, რომ გამგზავრებამდე აუცილებლად გადაამოწმოთ იმ ქვეყნის პროტოკოლი და პოლიტიკა, სადაც მიემგზავრებით, რადგან ზოგიერთ მათგანში შესაძლოა განსხვავებული პირობები იყოს წამოყენებული. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად გადადით ამ
.