ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის მორიგი არაფრისმთქმელი გამოსვლა, - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიფინ, სადაც მან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კლინიკაში გადაყვანის საკითხზე ისაუბრა.
გიგა ბოკერიას თქმით, საზოგადოებისა და ქვეყნის პრობლემების გადაჭრაში არც პრეზიდენტისა და არც საპატრიარქოს იმედი არ უნდა გვქონდეს.
"ეს იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მორიგი, უკეთეს შემთხვევაში რომ ვთქვათ, არაფრისმთქმელი გამოსვლა, რომელიც უდიდესი ალბათობით არის მისი გაგებით რეაქცია იმაზე, რაც უმაღლეს დონეზე საფრანგეთში მოისმინა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით.
ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმედი, არც საპატრიარქოს იმედი ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ჩვენ ერთადერთი რამე მიგვიყვანს ამოცანის შესრულებამდე, ეს არის ქართული საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკური ლიდერებისგან თანმიმდევრულობა და მოლოდინების სწორი მართვა", - განაცხადა ბოკერიამ.