"ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" თბილისში პარასკევს, 15:00 საათზე სამი ლოკაციიდან მსვლელობას გამართავს. ამის შესახებ ნიკა მელიამ "ლელოს" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილენი სამ სხვადასხვა მეტროსადგურთან - "ავლაბარი", "სადგურის მოედანი", "უნივერსიტეტი" - შეიკრიბებიან.
"მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად - "ლელომ", ნაციონალურმა მოძრაობამ", "გირჩი მეტი თავისუფლებამ" და "დროამ", გაიმართოს პარასკევს 3 საათზე, სამი განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, რაც გინდათ ის დაარქვით.
თბილისში 3 საათზე გელოდებით შემდგ ადგილებზე - მეტრო ავლაბართან, სადაც შეიკრიბება ნაციონალური მოძრობის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი,
მეტრო "ვაგზლის მოედანთან" იმავე დროს, 3 საათზე მსვლელობას სათავეში ჩაუდგება "ლელოს" ლიდერები და არამხოლოდ და მესამე ლოკაცია - იგივე დროს, პარასკევს 3 საათზე, მეტროსადგური "უნივერსიტეტი", ვაჟა- ფშაველაზე", მსვლელობას სათავეში ჩაუდგება "გირჩი მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერები" განაცხადა ნიკა მელიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე.
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა კვლავ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაშ გადაყვანაა.