ვიცე-პრემიერ მინისტრ გიორგი ბარამიძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში მიწვევა "დიდი პატივია".
"ევროპარლამენტის როლი ევროპული პოლიტიკის განსაზღვრაში ძალიან მნიშვნელოვანია და იგი განსაკუთრებით გაიზარდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ. ამიტომ ამ ტრიბუნაზე გამოსვლა ყველა ქვეყნისა და მისი ლიდერისთვის დიდი პატივია", - განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტის გამოსვლით "საშუალება გვექნება ყურადღება გავამახვილოთ როგორც რეფორმებზე, რომელიც საქართველოში წარმატებულად მიმდინარეობს და ეს აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ევროპარლამენტის მიერ, ასევე იმ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი 23 ნოემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა.