სააკაშვილს არა თუ სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოართვეს, უსამართლო სასამართლოს უფლებაც ჩამოართვეს, - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა.
მისი თქმით, ასეთ რამეს არავინ არ აკეთებს დედამიწაზე.
"სამართლიანი არ არის სასამართლო, უსამართლო სასამართლოში მაინც მიიყვანონ. ჩვენი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და დაუყოვნებლივ გადაყვანა ნორმალურ საავადმყოფოში, სადაც მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება, მეორე მოთხოვნაა რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, მესამე მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა იმიტომ, რომ ეს მთავრობა ვერანაირ არჩევნებს ვერ ჩაატარებს იმიტომ, რომ ზიზღის და ღვარძლის ფრქვევის მეტს არაფერს აკეთებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.