სააკაშვილს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს, მას გააჩნია დისტანციურად ჩართვის ან სასამართლო სხდომაში ფიზიკურად მონაწილეობა, თუ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართება, - აცხადებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი განმარტებითვე, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემა პროცედურებს სრულად მიჰყვება.
"სასამართლოს წინაშე წარდგომის სამი ფორმა არსებობს. ერთი არის ფიზიკურად დარბაზში ყოფნა. მეორე, სასამართლო დარბაზში, ოღონდ დისტანციურად ჩართვის მეთოდით და მესამე არის სასამართლო პროცესის სასჯელაღსრულების დარბაზში გამართვა. სამივე ეს ფორმა განსასჯელის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და სამივე ფორმა მისი დაცვის უფლების სრულ განხორციელებას წარმოადგენს. ჩვენ მოვისმინეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ამ სამი ფორმიდან ორი – დისტანციური ჩართვა ან პროცესის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვა შესთავაზეს. იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემა პროცედურებს სრულად მიჰყვება. სააკაშვილს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს, მას გააჩნია დისტანციურად ჩართვის ან სასამართლო სხდომაში ფიზიკურად მონაწილეობა, თუ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.