ათი ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
"ამ წუთიდან ვაცხადებთ შიმშილობას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე. ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი შიმშილობა მივიყვანოთ ბოლომდე. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის არაერთი წევრი და ჩვენი მეგობარი საქართველოს, თუ ქვეყნის გარეთ, შემოგვიერთდება და შიმშილობა მიიღებს უფრო ფართო მასშტაბს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
შიმშილობა გამოაცხადეს:
აკაკი მინაშვილმა;
დავით კირკიტაძემ;
ლევან ბეჟაშვილიმა;
თემურ ჯანაშიამ;
ბაჩუკი ქარდავამ;
ნიკა მაჭუტაძემ;
აბდულა ისმაილოვმა,
სულხან სიბაშვილმა;
გიორგი გოდაბრელიძემ;
გია ბარამიძემ.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა.