ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.
უგულავას თქმით, მომდევნო ათი დღე იქნება უკიდურესად კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში.
"ჩვენ ვხედავთ, ყოველდღიურად ქართული ოცნება როგორ უკეტავს კარს ევროპას და უნდა გვესმოდეს, ქვეყანა, რომელიც კარს უკეტავს ევროპას, ის კარს უღებს რუსეთს.
მომდევნო ათი დღე იქნება უკიდურესად კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში", - წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.