ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ აქციებით და ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით სიმართლე აუცილებლად ძალიან მალე იზეიმებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების სურვილი და დიდი ოცნებაა, რაიმე სახით დესტაბილიზაცია შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში, ქალაქებში და ქუჩებში. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად მშვიდობიანად და მტკიცედ ვაპროტესტებთ იმ მავნე და ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ახლა ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილის თავს ტრიალებს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ აქციებით და ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით სიმართლე აუცილებლად, ძალიან მალე იზეიმებს“, – განაცხადა კირკიტაძემ.
კითხვაზე, სააკშვილის გუშინდელ შეთავაზებას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ შიმშილობას, რომ შეწყვეტს რამდენად შესაძლებელია, რომ „ქართული ოცნება“ დათანხმდეს, კირკიტაძემ აღნიშნა: „რაც არის რაციონალური და რაც ამ ქვეყნისთვის კარგია „ქართული ოცნება“ არაფერს არასოდეს არ დასთანხმდება. ეს ადამიანები არიან მავნებლები. რუსეთის ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედებენ, რომელთა ინტერესიც არის ამ ქვეყანაში მუდმივი არეულობა და დაძაბულობა“