11 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1492 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1523 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.31 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6099 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6500 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.01 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3166 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2158 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 ნოემბერიდან შევა ძალაში.