ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა მედიაპროექტ "სასაზღვრო ზონა"-ს მიერ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა
კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ ის თუ როგორ ეპყრობა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს, ძალიან ცუდია.
"მან შიმშილობით ბევრს მიაღწია. შეძლო ყურადღების მიპყრობა იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში. ჩემი, როგორც მიშა სააკაშვილისა და საქართველოს მეგობრის, სურვილი და თხოვნა მარტივი არის, შეწყვიტე შიმშილობა, შენი ჯანმრთელობა ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ.
მოვუწოდებ ოპოზიციას ღრმად ჩაიხედონ თავიანთ სტრატეგიაში, მათ უნდა გაიაზრონ ხალხის გული როგორ მოიგონ. ვაღიაროთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ისინი წარმატებულები არ იყვნენ. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი შიმშილობის შეწყვეტაში, ან მის ექტრადირებაშია," - აცხადებს ევროპარლამენტარი.