სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და იქ, სადაც მოახდინეს სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელების ბლოკირება, პოლიციამ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები, – აცხადებს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.
მისი თქმით, თბილისში სხვადასხვა ადგილებზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რაც გულისხმობდა მათი განცხადებით, სახელმწიფო დაწესებულებების შენობების პიკეტირებას.
"იმ ადგილებში, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და იქ, სადაც მოახდინეს სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელების ბლოკირება, პოლიციამ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. როგორც მოგეხსენებათ, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონით, აკრძალულია სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება, შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, რომ ეს არის კანონის დარღვევა, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან არსებულ ვითარებაზე. მოვუწოდეთ, რომ გადასულიყვნენ და არ გაეგრძელებინათ კანონის დარღვევა. ამ დროისათვის დაკავებულია 46 პირი ადმინისტრაციულად, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის. ასევე, პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენებისთვის და წვრილმანი ხულიგნობისათვის. ასევე გზის მეორე მხარეს აგრძელებდნენ დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.