საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ახლად არჩეულ მერებს ხვდება.
შეხვედრებს, დედაქალაქის გარდა, ყველა თვითმმართველი ქალაქის მერები დაესწრებიან.
როგორი იქნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მათი სამუშაო გეგმა და პრიორიტეტები ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ამ თემებზე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და არჩეულ მერებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა იმართება.
დღის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი 63 ახლად არჩეულ მერს შეხვდება.