დღეს, თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განმარტებით, აქცია ერთდროულად გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან, ე.წ.მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან.
„შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილი გაჩერდეს გლდანის ციხეში. უახლოეს პერიოდში ის გადაყვანილი იქნება სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა ყოველდღიურად არ უნდა გაგრძელდეს ორგანიზებულად და მზარდად.
დღეს დილიდან, 11:00 საათზე სამ ადგილას ერთდროულად გაიმართება აქცია: იუსტიციის სამინისტროსთან, ე.წ.მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებული არის ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.