საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი სახელმწიფო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკას ეწვია.
სალომე ზურაბიშვილი ქალაქ ნიქოზიაში შეხვედრებს გამართავს კვიპროსის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ასევე, კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ანიტა დემეტრიოუსსა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავარეპისკოპოსს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს.