საქართველოს მიხეილ სააკაშვილმა მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, რომელიც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითა.
როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მას შეაგინა.
"მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით, მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი, გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, მათ ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე, ხოლო ციხის ერთერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა - "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში" და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა, უარი მითხრეს", - წერს სააკაშვილი.