შიმშილი რომ შემძლებოდა, ვიშიმშილებდი, ვერ ვშიმშილობ, ჩემი გარკვეული პრობლემების გამო. მაგრამ პროტესტის ათასგვარი ფორმა არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვინმა განუცხადა.
მისივე თქმით, პროტესტის ფორმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს.
„მე გამოსავალს ასეთ რაღაცაში ვხედავ, რა ვიცი. მეუხერხულება, რადგან ამას მარტო ადამიანები ვერ აკეთებენ. სამწუხაროდ, ასეთ რაღაცებს ყოველთვის რაოდენობა სჭირდება. მე მგონია, რომ გამოსავალი არის ასეთი. ცუდ რამეს ვამბობ, ვიცი, მაგრამ ჩემს აზრს ვამბობ. მგონია, რომ ის დიდი რაოდენობა ტალღის ერთხელ უნდა გავიჭირვოთ. ეს არ იქნება დიდი ხნით. ერთხელ, მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ. ეს არის ჩემი აზრი. არ მოსწონს ვიღაცას, ნუ მოსწონს, მე ჩემი ვთქვი, ერთი აზრი. შიმშილი რომ შემძლებოდა, ვიშიმშილებდი, ვერ ვშიმშილობ, ჩემი გარკვეული პრობლემების გამო. მაგრამ პროტესტის ათასგვარი ფორმა არსებობს. მჯდომარე, ასე შემდეგ… იმიტომ, რომ სხვა მე არაფერი მესახება. თავს ნუ მოვიტყუებთ. ეს სრულიად აღვირახსნილი ჩარჩი, რომელმაც ჩვენი ოქროს ქვეყნა, როგორც ოქრო, ისე მიიტაცა… სამწუხაროდ, მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული 2012 წელს ამის მოთრევისთვის. მაგრამ არ გავაგრძელებ წინ რა საფანელი იყო, ასე ვთქვათ და რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ნუ, როგორღაც უნდა გავიყვანოთ ესენი. გამოვტაცოთ ჩვენი სახელმწიფო“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.