მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილი გადაუდებლად იქნას გადაყვანილი მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმს არ შეხვედრია, რადგან არ ისურვა.
"მე თვითონ ავადმყოფი არ მინახავს. კონსილიუმი გვქონდა. კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, ავადმყოფი გადაუდებლად იქნას გადაყვანილი მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში. ანალიზის მონაცემები ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი. გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა უფრო ცუდია, მაგრამ ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს. ჩვენ გვითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა კონსილიუმთან შეხვედრა. ეს ანალიზები დღეს არის აღებული", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.