ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება და ეზიარეთ და მერე თქვით რა ღვაწლი გაწია - ამბობს მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
ახალქალაქის კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მესამე პრეზიდენტი შიმშილობის 39-ე დღეს ციხეში მოინახულა:
"ეს არის დიდი ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა გასწია, ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისათვის, ქვეყნის გაძლიერებისათვის და კიდევ იცით რისთვის? რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, რომ ჩვენ სამუდამოდ დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილი. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება, რომ ქვეყნის პირველი პირი, ნებაყოფლობით, ასეთნაირად, ასეთი დიდი ღვაწლი, მამები აკეთებდნენ ასეთ რამეს, მარხვის შენახვა უჭირს ხალხს და 40 დღე მშრალი მარხვის შენახვა, აღსარება და ზიარება არის ჩემი აზრით ძალიან დიდი ღვაწლი, მე შემიძლია მხოლოდ ისტორიული მაგალითები დავასახელო" თქვა მეუფე ნიკოლოზმა და მაგალითებად მეფე დავითი, დავით აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული მოიყვანა.