ციხეში მოშიმშილე პრეზიდენტი, ეს არის ის სიმბოლო, რომელიც წალეკავს ამ ქვეყანას, თუ ეს დროზე არ დამთავრდება - ამის შესახებ რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„ჩვენი აქ თავშეყრის მიზანი არის ერთი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არის ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა, ჩვენი ქრისტიანული მოვალეობა, ჩვენი ადამიანური მოვალეობა და თუ თითოეული ჩვენთაგანი დავინახავთ იმას, რომ წითელი ზღვარი გადასულია, რომ მართლაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი საათებში დგას, მაშინ რამდენიც უნდა ილაპარაკონ შეთქმულებაზე, აგერ, პირდაპირ ეთერში გეუბნებით, ჩვენ დავიცავთ ადამიანის სიცოცხლეს. კარგად გააცნობიეროს ეს. როგორ?! აი, ამას თვითონ ნახავთ. მე მინდა, მივმართო იმ ერთუჯრედიან ლილუაშვილს, დღეს რომ გამოგვიმზეურდა, წიგნებით რომ გამოვიდა, გეგონება ერთი რამე მაინც ჰქონდეს წაკითხული – აი, ამ მასკარადს ჯობია, სასწრაფოდ გადაიყვანოთ ეს ადამიანი კლინიკაში და შემდეგ უკვე ძალიან მალე დადგება მისი გათავისუფლების საკითხი. შეიგნეთ ერთი რაღაცა, რომ ციხეში მოშიმშილე პრეზიდენტი, ეს არის ის სიმბოლო, რომელიც წალეკავს ამ ქვეყანას, თუ ეს დროზე არ დამთავრდება. ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვინც დღეს სახლში ზის და ვისაც ჰგონია, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის, როგორც აქამდე ჩაიარა. არა მეგობრებო, როდესაც ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, სახელმწიფო ვერ გაჩერდება, ხალხი არ გაჩერდება, ამიტომ, თუ დავინახეთ, რომ წითელი ხაზი გადასულია, მე თვითონ გეტყვით პირველი, რომ დავიცვათ ერთი ადამიანის სიცოცხლე და ამით თქვენ ღირსებას დაიცავთ მთელი ცხოვრების მანძილზე.
ყველაზე მეტად თქვენი შეძახილი გაამხნევებს დღეს ადამიანს, რომელსაც 36 დღეა აი ასე კორტნიან ეს უდღეურები. ამიტომ იყავით ენერგიულები, იყავით დარაზმულები და საჭიროების შემთხვევაში, ისევ ვიმეორებ, ან გადაიყვანეთ კლინიკაში დროზე ან არ მოგაკვლევინებთ ამ კაცს, თქვე უდღეურებო, თქვენა“,- თქვა უგულავამ.