დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში 12 წლიდან ბავშვებში ვაქცინაცია დაიწყება. ამის შესახებ იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
"ბავშვებში 12 წლიდან ვაქცინაციას დავიწყებთ, მათ შორის, მათი, ვისაც არ აქვს ქრონიკული დაავადებები. ექსპერტთა საბჭომ განიხილა და უკვე გადაყვწტილია ეს საკითხი. ახლა ველოდებით, რომ შეიკრიბება იმუნიზაციის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც საბოლოო გადაყვეტილებას მიიღებს ამაზე და, ალბათ, ეს სულ დღეების ამბავია", - თქვა პაატა იმნაძემ.