საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენი მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
დემოკრატიის სამიტი 9-10 დეკემბერს ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მიწვეული ქვეყნის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
სამიტი ფოკუსირებული იქნება დემოკრატიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და პლატფორმას უზრუნველყოფს ლიდერებისთვის, რათა როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ვალდებულებები აიღონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამიტზე არ მიუწვევიათ რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.