თუ მიშა წავა, ჩემი ერი მოკვდება. მერე იქნება მექანიკური ცხოვრება, - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი.
"2:38 am. როგორაა მიშა? ჩაეძინა? ორჯერ დამაჯერა, 2003-ში და 2021-ში, რომ ერი სადღაც იქ კი არაა, მითებში, წიგნებში, არამედ აქ, დღეს, ცოცხლად.
თუ მიშა წავა, წავა მისი ოცნებაც, რომელიც დამაჯერა. ჩემი ერი მოკვდება, თქვენი არ ვიცი. მერე იქნება მექანიკური ცხოვრება. სასწაულს ჯერ ისევ ველი. აქ, დღეს", - წერს დარჩიაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.