ნიუ იორკის ახალი მერი დემოკრატი ერიკ ადამსი იქნება.
2 ნოემბერს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის თავის არჩევნების წინაწარი მონაცემებით, ყოფილმა პოლიციელმა ადამსმა დიდი უპირატესობით იმარჯვა კონკურენტ კანდიდატზე რესპუბლიკური პარტიიდან.
ერიკ ადამსმა ხმების 67% მოიპოვა. მისი კონკურენტი, რესპუბლიკელი კერტის სილვა იყო, ორგანიზაცია Guardian Angels-ის დამფუძნებელი.
61 წლის პოლიტიკოსი ნიუ იორკის ისტორიაში მეორე აფროამერიკელი მერი იქნება. ქალაქის პირველი შავკანიანი ხელმძღვანელი იყო დევიდ ნორმან დინკინსი, ასევე დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც თანამდებობას 1990-1993 წლებში იკავებდა.
კერტის სილვამ დამარცხება აღიარა და არჩეულს მერს გამარჯვება მიულოცა.
ნიუ-იორკში დემოკრატების პოზიციები ტრადიციულად ძლიერია, შესაბამისად, არჩევნებამდეც ადამსი აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. ის მერის პოსტს იანვარში დაიკავებს და შეცვლის დემოკრატ ბილ დე ბლაზიოს, რომელიც ბოლო ხანებში, აღარ სარგებლობდა ხალხის ძლიერი მხარდაჭერით.
როგორც სააგენტო AFP აღნიშნავს, ნიუ-იორკის მერის თანამდებობა ითვლება "ყველაზე რთულ (არჩეულ) თანამდებობად აშშ-ში, საპრეზიდენტო პოსტის შემდეგ".