ტყვედ გყავთ აყვანილი მიშა სააკაშვილი და თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს მძევლად ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"მინდა გავაფრთხილო ყოველგვარი ჩანაწერების, ყოველგვარი სუს-ის მოსმენების გარეშე, აქედან მინდა მივმართო ღარიბაშვილსაც, სუს-ის ხელმძღვანელსაც, ბიძინა ივანიშვილსაც – თქვენ ტყვედ გყავთ აყვანილი მიხეილ სააკაშვილი, თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს მძევლად ბიძინა ივანიშვილს. ეს იქნება ასე. ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო. დღეიდან იცოდეს ყველამ, მშვიდად ვერ გადაადგილდება ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე, ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც ოლიგარქი ივანიშვილი", - თქვა ხაბეიშვილმა.