ყველა "კანონიერ ქურდს" სახეში სილა მოხვდება ქართველი ერის და სიამოვნებით გავაკეთებ ამას მეც პირადად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ვერც ერთი კანონიერი ქურდი და ვითომ მაფიოზი, პოლიციელის ზურგს ამოფარებული, ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს.
"ყველგან მივალთ, სანამ ჩვენ ყველანი ერთად, ძალიან ბევრი შევიკრიბებით თბილისში, მთელი საქართველო უნდა შემოვიაროთ და მთელ საქართველოს უნდა ვუთხრათ, რომ დიახაც, ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლისთვის. ვემზადებით ლავას ოღლების და კანონიერი ქურდების დასამარცხებლად. ვერც ერთი კანონიერი ქურდი და ვითომ მაფიოზი, პოლიციელის ზურგს ამოფარებული, ვერ გაიმარჯვებს. არ მინდა და არ ვიცხოვრებ იმ ქვეყანაში, სადაც კანონიერი ქურდი და კრიმინალი იქნება დომინანტი. დიახაც, არ იქნება, არ დაბრუნდება 90-იანი წლები, რომელიც დაბრუნდა. "ყველა "კანონიერ ქურდს" სახეში სილა მოხვდება ქართველი ერის და სიამოვნებით გავაკეთებ ამას მეც პირადად", - თქვა მელიამ.