ამერიკელმა მილიარდერმა და SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მზად არის თავისი შემოსავლის ნაწილი კაცობრიობის შიმშილისგან გადასარჩენად დახარჯოს.
მანამდე გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP - World Food Programme) დირექტორმა დევიდ ბიზლიმ მასკს მოუწოდა ფინანსები შესწიროს შიმშილობასთან ბრძოლას, რათა მსოფლიომ კატასტროფა თავიდან აიცილოს.
როგორც ტელეარხი CNN იუწყება, ადამიანების შიმშილისგან გადასარჩენად მასკის ქონების მხოლოდ 2 პროცენტია საკმარისი, რომელიც ამ მომენტისთვის 289 მლრდ დოლარს შეადგენს.
"თუ WFP ამიხსნის როგორ გადაჭრის 6 მლრდ დოლარი მსოფლიო შიმშილობის პრობლემას, მზად ვარ ახლავე გავყიდო Tesla-ს აქციები და აღნიშნული პრობლემა მოვაგვარო. მაგრამ ფინანსური ანგარიშსწორება ღია უნდა იყოს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, როგორ დაიხარჯება თანხა", - დაწერა მასკმა Twitter-ზე.