ჩემთვის ეს მანდატი იმ დღიდან არ არსებობს, როდესაც ვიცი, რომ გაყალბებულ პარლამენტში შევპროწიალდით, ეს სწორი ფორმაა ბრძოლის, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, მანდატი მისთვის არაფერს წარმოადგენს.
„ეს სწორი ფორმაა ბრძოლის. მე ვერავის მაგივრად ვერ ვისაუბრებ. ეს არის საკონსულტაციო თემა. მე ის პირველი ადამიანი ვარ, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა, უბრალოდ მახსოვს მწარედ, რომ არ გაიგონეს და ბოლომდე ბოიკოტი არ დაიჭირეს, არ დატოვეს მანდატები, თორემ თამარ ჩარკვიანისთვის მანდატი არაფერს რომ არ წარმოადგენდა, იმიტომ დავტოვე პირველმა, გავაკეთე განცხადება ბოიკოტის გამო. ეს მანდატი, რომელიც ციხეში შესვლისთვის გჭირდება ან დიპლომატებთან საურთიერთოდ გჭირდება, აქ ალბათ კონსულტაციაა საჭირო რამდენად და როგორ, თორემ ჩემთვის ეს მანდატი იმ დღიდან არ არსებობს, როდესაც ვიცი, რომ გაყალბებულ პარლამენტში შევპროწიალდით. ყველაზე შეწუხებული იყო ერთპარტიული სისტემის დროს „ქართული ოცნება“. ჩვენ რომ ის ბოლომდე მიგვეყვანა, ამათი ბუნდღა არ იქნებოდა დღეს თავის ადგილას“, – განაცხადა ჩარკვიანმა.