პარტია "სამართალი და კანონის" თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.
როგორც თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთან, ჩარკვიანი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი წონაში საგრძნობლად არის დაკლებული.
"ძალიან სხარტი და ფხიზელი გონება აქვს, თუმცა როგორც კი შეხედავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ძალიან დაკლებულია ეს ადამიანი წონაში.
ყოველ 10 წუთში ამ ფრაზას ვახსენებდი, რომ [შიმშილობა] უკვე აღარ არის პიროვნული ლიდერობისთვის, ეს არის იმ ბრძოლისთვის საჭირო გადაწვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. არ მიპასუხა ამაზე არაფერი. არ არის იმ ტიპის ადამიანი, რომ ასე გიპასუხოს, თუმცა ამ თემის ირგვლივ ვისაუბრეთ," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.