მესამე პრეზიდენტს მივმართავ, გთხოვთ, შეწყვიტეთ, შიმშილი, რადგან თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი მუხტი სჭირდება ამ ქვეყანას, ისე როგორც არასდროს. დიდი განსაცდელია საქართველოს თავს, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
თაკო ჩარკვიანი მეორე ტურის შედეგების შესახებ წერს, რომ მისი ვარაუდი არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე, გამართლდა.
„ვთქვი, რომ ასე „ინტელექტუალურად“ არასოდეს წავლენ-მეთქი. (ოლიგარქიატი). მეორე ტურს ვერ გააყალბებს-მეთქი?- ვიკითხე, თან ბევრჯერ ვიკითხე ტვ ეკრანიდან თუ ისე? (ყველას გახსოვთ) და რა ამბავი ატყდა და რა თავდასხმები იყო ესეც გვახსოვს. იგივე მდინარეში უკვე მერამდენედ?! ჩვენზე უფრო „მონდომებული“ ნუ იქნებიო, სცენიდან მიპასუხეს. კონვენციით ხალხისთვის მინიჭებული უფლება – „ჯანყი“ არ ახსენოო. არადა, „ჯანყი“ ხალხის მრავალათასიან მშვიდობიან „ტალღას“ გულისხმობს, რუსთაველზე ღამისთევით. (აი, სამი თვე ყოფილი ხელისუფლების დროს ქუჩაში, რომ ვიყავით ოპოზიცია). რა ვიცი, მაშინ „რევოლუცია“ არავის დაურქმევია ჩვენი პროტესტისთვის, ხომ ასეა?! და სააკაშვილმა მაშინ დატოვა ხელისუფლება, ხომ ასეა, ხომ სიმართლეს ვამბობ?! ახლა გისმენთ ბატონებო, განსაკუთრებით აქტიურ ლიდერებს გისმენთ. მეორე ტურებსაც რომ გააყალბებდა, ზოგიერთ ამბიციურ ლიდერს თუ „ლოდერს“ ამაში ეჭვი გეპარებოდათ? (იგივე საარჩევნო სისტემის პირობებში?!), – წერს ჩარკვიანი.
ამასთან, თაკო ჩარკვიანი მოუწოდებს ოპოზიციის ლიდერებს, როდესაც აქციას დაანონსებს, საზოგადოებას მასში მონაწილეობის თავშეკავებისკენ არ მოუწოდონ.
„ან ეს გახარია, სად აორთქლდა, ხომ არ იცის ვინმემ? ზოგიერთი „ბრძენი“, რომ მიმტკიცებდა „მთავარია ოცნებას“ ხმები წაართვასო. ჰოოოოო, მაშინ, მე მაქვს უფლება ჩემი მოსაზრება (სამწუხაროდ) გამიმყარდეს. ეს ან პოლიტიკური სიბეცეა ან „უარესი“. ჰოდა, „ჩრდილოვანიდან“ რომ გამოხვალთ და რეალურ „სურათს“ დაიჯერებთ და აღიქვამთ, ცოტა სხვასაც რომ დაუჯერებთ, მაშინ აღარ ვივლით 30-წლიან რუსულ წრეზე. ახლა ერთი ვიცი, რომ ვისი ხმებითაც ხართ „ჩრდილოვანი კაბინეტი“, ის კაცი რუსეთის-ოლიგარქის ციხეშია. ჰოდა, აქციას რომ დავნიშნავ, ეს მე ვიქნები, თუ სხვა, არ „გამოხტეთ“ რომელიმე „ზოგიერთი ლიდერი“ და ხალხს ნუ დააბნევთ, ნუ მოუწოდებთ და ნუ ეტყვით: „არ გახვიდეთ, ჩვენი აქცია არ არის, სხვისიაო“. ჩემი და სხვისი „აქცია“- თარიღი და რიცხვი კი არა, ჩემს და თქვენს, ჩვენს საქართველოს ვკარგავთ. გელოდებით „ოპოზიციის ლიდერებს ჩრდილოვანი კაბინეტიდან“. გისმენთ ყურადღებით”, - წერს ჩარკვიანი და მიხეილ სააკაშვილს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ჩემი აზრით, ახლა ვფიქრობ, უპირველესია აი, ეს თხოვნა: მესამე პრეზიდენტს მივმართავ; გთხოვთ, შეწყვიტეთ, შიმშილი, რადგან თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი მუხტი სჭირდება ამ ქვეყანას, ისე როგორც არასდროს. დიდი განსაცდელია საქართველოს თავს. თქვენი განადგურება ადამიანური ტრაგედიის გარდა, საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იქნება, რადგან უიმედო ბრძოლაზე კატასტროფული არც კი არსებობს რაიმე. აქამდე ხომ არ მითხოვია, ახლა გთხოვთ, მთელი ჩემი ოჯახით, რადგან ბრძოლა ახლა იწყება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.